ანა წითლიძე - მარტა კოსის ვიზიტისას კავკასიაში, საქართველო იგნორირებულია - საქართველოს მართავს ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო

ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტისას კავკასიაში, საქართველო იგნორირებულია, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, საქართველოს იზოლაციის ფაქტს ჩეხეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაც ადასტურებს.

„მინდა გამოვეხმაურო ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს კავკასიაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილო, მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ არ ექნება საქართველოში. ის ფაქტი, რომ უკვე მერამდენე მაღალი თანამდებობის პირია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან, ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები, ვინც ჩამოდიან კავკასიაში, აქვთ შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ საქართველოს არ იმჩნევენ საერთოდ, რაც მიუთითებს იმაზე, რა საგარეო პოლიტიკასაც აწარმოებს „რუსული ოცნება“ ამ 13 წლის განმავლობაში. 13 წლის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო იყოს იზოლაციაში და იყოს იზოლირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც არიან მთავარი გარანტი ამ ქვეყნის თავისუფლებისა. ასევე, ის ფაქტი, რომ ჩეხეთმა დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურებაა რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ეს პროცესები საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ უფრო გამკაცრდება, ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტები გავრცელდება ოჯახის წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეჟიმს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება