პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის (GPA) წევრთა ფარული კენჭისყრის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის იყვნენ ბრაზილიისა და კანადის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები. კომიტეტის ახალ წევრთა შესარჩევი პროცესი მოიცავდა კანდიდატთა მიერ სამოტივაციო განაცხადისა და ასამბლეის სტრატეგიული განვითარების შესახებ ხედვის წარდგენას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ GPA-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის სტატუსი სამსახურისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ნდობასა და აღიარებას, არამედ შესაძლებლობას, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გლობალური პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

„მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსურს, მხარი დავუჭირო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალურ ასამბლეასა და სხვა შესაბამის პლატფორმებს შორის სტრატეგიული საკომუნიკაციო საშუალებების შექმნას. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არსებით როლს თამაშობს. მზად ვარ, გლობალური მასშტაბით ვითანამშრომლო კოლეგებთან და წვლილი შევიტანო ასამბლეის მისიისა და მიზნების განხორციელებაში. ჩემთვის დიდი პატივია, გამოცდილებითა და ერთგულებით ხელი შევუწყო “GPA”-ის სტრატეგიულ განვითარებას.“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა ასამბლეის აღმასრულებელი კომიტეტის ახალ წევრთა წარდგენისთვის განკუთვნილ პანელზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის 47-ე კონფერენცია ქალაქ სეულში მიმდინარეობს.

მათივე განმარტებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეა (GPA) პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში წამყვან საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ამ სფეროში მოქმედ 130-ზე მეტ წევრ საზედამხედველო ორგანოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. GPA-ის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა ორგანოს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება.

გლობალური ასამბლეის საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. აღმასრულებელი კომიტეტის ფუნქციებს, მათ შორის, წარმოადგენს: დახურულ სესიებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სათანადო ღონისძიებების გატარება; ყოველწლიური კონფერენციის მასპინძლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და ორგანიზაციული მხარდაჭერა; პრესრელიზების, განცხადებებისა და გლობალური მნიშვნელობის მქონე საკითხებზე პოზიციების მომზადება; სხვადასხვა ფორუმსა და ორგანიზაციაში ასამბლეის საერთაშორისო წარმომადგენლობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება