თენგიზ შარმანაშვილი - ელენე ხოშტარიას ხელისუფლება აპატიმრებს, თუ თვითონ იპატიმრებს თავს?! - იცის, რომ 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება, ამიტომ თავისი ჭკუით ლამაზი გამოსავალი იპოვა, თავს შეაფარებს ციხეს

მითხარით, ელენე ხოშტარიას ხელისუფლება აპატიმრებს, თუ თვითონ იპატიმრებს თავის თავს?! - მას ციხეში ჯდომა სჭირდება, იცის, რომ 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება, ამიტომ თავისი ჭკუით ძალიან ლამაზი გამოსავალი იპოვა, თავს შეაფარებს ციხეს და ამით გაიმართლებს თავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ხოშტარია ციხეში იქნება თუ გარეთ. შარმანაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანების არ ეშინია.

„ქართულმა სასამართლომ უთხრა, რომ „წინასწარ პატიმრობაში შენ მე არ მჭირდები, გადაიხადე გირაო და დაელოდე საბოლოო განაჩენს". დააპატიმრა?! აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა?! არა. ანუ, მისი ალტერნატივა გამოიყენა და უთხრა, „იყავი გარეთ, დაიცავი თავი სასამართლოზე და დაელოდე განაჩენს“. პასუხი რა არის?! „არ გამოვიყენებ მე ამ შესაძლებლობას, მივდივარ ციხეში". ახლა მითხარით, ეს ხელისუფლება აპატიმრებს ამ ქალბატონს, თუ თვითონ იპატიმრებს თავის თავს?! პირველი შემთხვევაა ეს?! იცოდნენ, რომ კომისიაზე თუ არ გამოცხადდებოდნენ, დააპატიმრებდნენ. არ გამოცხადდნენ სპეციალურად. მერე ზოგიერთს გირაო შეუფარდეს, ნაწილმა გადაიხადა, ნაწილმა თქვა არ გადავიხდიო. აბა, როგორ გგონიათ, დედამიწაზე არსებობს რომელიმე ქვეყანა, სადაც სასამართლო გირაოს განუსაზღვრავს ადამიანს, ეს მერე დაუქნევს თითს და ეტყვის მე გირაოს არ გადავიხდიო და გარეთ დატოვებს?!

ციხეში ჯდომა სჭირდება იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება, შერცხვება როგორც თავისი მომხრეების წინაშე, ასევე პატრონების წინაშე. ამიტომ ახლა ძალიან ლამაზი გამოსავალი იპოვა თავისი ჭკუით, რომ თავს შეაფარებს ციხეს და ამით გაიმართლებს თავს, გარეთ რომ ყოფილიყო, უფრო მეტ აქტიურობას გაწევდა. ის გარეთ იქნება თუ შიგნით არ გვაინტერესებს. სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანების არ ეშინია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს, ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.

ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

„გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი.

ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას!“ - ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო