პრემიერი - იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანები ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას მცირე ჰესების მშენებლობას - ვერავის მივცემთ საშუალებას, ხელი მოითბოს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე

იყო საბოტაჟის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ადამიანები საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად უქმნიდნენ დაბრკოლებას თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობას და შემდეგ ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ კონკრეტულ პროექტებში, - ამის შესახებ პრემიერ

-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად პრინციპული იქნება.

„ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები. სწორედ ასეთი კონსულტაციების, რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მის მოადგილე ინგა ფხალაძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით, ისევე, როგორც არაერთი სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ენერგეტიკის სფეროში ჩვენ მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო კურატორ მოადგილეს ენერგეტიკის მიმართულებით, ქალბატონ ინგას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ენერგეტიკოსებს, ყველას, ვისაც შეგაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ენერგეტიკის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ჩვენ მომავალში მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის მიმართულებით გახდება თვითკმარი ქვეყანა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ განიმტკიცოს ეკონომიკური სუვერენიტეტი და ზოგადად სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი