„ნაციონალური მოძრაობა“ - თინა ბოკუჩავამ წამყვანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრის American Enterprise Institute მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ წამყვანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრის American Enterprise Institute მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ისაუბრეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე ძალიან ბევრი კითხვები იყო „მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაზე და მის როლზე საქართველოს დემოკრატიზაციაში“.

„ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ლექცია, დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო არსებული კრიზისიდან, რომელიც „რუსულმა ოცნებამ“ შექმნა, რომელიც თანამშრომლობს ოკუპანტ რუსეთთან კომუნისტურ ჩინეთთან, ირანთან, რომელსაც მტრად აღიარებს აშშ და რომელმაც საქართველო მთლიანად ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს. ვისაუბრეთ იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს აშშ-ს მხრიდან და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ქართველი ხალხის პროტესტი გამოიღებს შედეგს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამაზე მუშაობენ, განსაკუთრებით აშშ. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით წარმოვადგენთ პროდემოკრატიულ ძალებს და იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის აქ, ამერიკაში. ვისაუბრეთ ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ძალიან ბევრი კითხვები იყო მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაზე და მის როლზე საქართველოს დემოკრატიზაციაში და ზოგადად რეგიონში. ყველას კარგად ესმის, რომ ის არის პუტინის პირადი პატიმარი, იმიტომ რომ მან გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია პუტინს, შეინარჩუნა ქართული სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო დღეს არის გადასარჩენი, რომელიც აუცილებლად გადარჩება ჩვენი ძალისხმევით და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. უპირველეს ყოვლისა ეს არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი - ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს