ქართლის მოქცევის 1700  წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდება საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან

ქართლის მოქცევის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოებისა და შეხვედრების ციკლი „ის, რაც გვაერთიანებს“ გრძელდება.

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 19 სექტემბერს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდება საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან

„2026 წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს ქართლის მოქცევის 1700 წლისთავს. ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ის, რაც გვაერთიანებს“. მოძრაობის მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისათვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა, საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო.

დასახული მიზნის განხორციელებისათვის დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირველი საღამო ამ მოძრაობის ეგიდით თბილისში, 2 სექტემბერს, ,,ექსპო-ჯორჯიის“ მე-3 პავილიონში გაიმართა.

19 სექტემბერს, პარასკევს, 14 სთ-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდება საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.

შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები გაგრძელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება