კახა კალაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციაზე - ეს ხელშეკრულებაც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უნდა დაკავდნენ სიცრუით და ცილისწამებით

ეს ხელშეკრულებაც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უნდა დაკავდნენ სიცრუით და ცილისწამებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას.

კახა კალაძის თქმით, „ფარას“ დოკუმენტებით გამოჩნდა, რომ ჯო უილსონი 80 000 ათას დოლარს იღებს სიცრუის ლაპარაკსა და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაში.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხშირად ვხვდებით ამ ტიპის დოკუმენტებს. სხვათა შორის ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ყველაფერზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ზუსტად „ფარას“ დოკუმენტებით გავიგეთ, რომ უილსონი 80 000-ს იღებს იმაში, რომ სიცრუე ილაპარაკოს და თავს დაესხას ქართულ სახელმწიფოს. „ფარას“ დოკუმენტებით გავიგეთ, როგორ ხდებოდა ევროპარლამენტარების მოსყიდვა, რომ იმ ტიპის რეზოლუციები მიეღოთ, რომელსაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავდით. ახალი ხელშეკრულებაც მიმართული იქნება ქვეყნის წინააღმდეგ, უნდა დაკავდნენ სიცრუით და ცილისწამებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრირებული დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-სთან 7 ივლისს დადებული ხელშეკრულებით, 360 ათასი დოლარი გადაიხადა ექვსი თვის მომსახურებისთვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს