ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელში, ზოგი ბერლინში, როცა ვამბობთ, რომ უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ - უილსონი და „ნაციონალური მოძრაობა“  არიან „დიფ სთეითის“ აგენტები

არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი და ამ დროს ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია. მერე რომ ვამბობთ, რომ უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბრიუსელსა და ვაშინგტონში ვიზიტს ეხმაურება.

პრემიერის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან ორიენტირებული არა საკუთარ ხალხზე, არამედ უცხოელ ჩინოვნიკებზე.

„თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ვის ინტერესებს ატარებენ ეს ადამიანი. ვის ინტერესებს ეყრდნობიან, ვის მხარდაჭერას ეყრდნობიან ეს ადამიანები. ეს არ არის ქართველი ხალხი, ესენი არიან ბიუროკრატები სხვადასხვა დედაქალაქში, ამიტომ აგებენ. როდესაც შენ ორიენტირებული ხარ, არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტსა და დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს წააგებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კონგრესმენ ჯო უილსონთან (რესპუბლიკური პარტია) შეხვედრა საინტერესო არ არის, რადგან ისინი „დიფ-სთეითის“ აგენტები არიან.

„საინტერესო არ არის, ბოლოს გაირკვა, რომ 2012 წლამდე არსებულ პროექტზე საუბრობდნენ, რომელიც არ განხორციელდა. საინტერესო არ არის, ჯო უილსონი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, შესაბამისად მათი ერთმანეთთან შეხვედრა, შიდაპარტიული შეხვედრა იყო, რომელიც, შესაბამისად ჩვენთვის საინტერესო ვერ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი