ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - აირჩიეს თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა, რაც არის თვითდაპატიმრება, მაინც და მაინც ციხეში უნდა ჩაჯდეს - დემოკრატიაა და შეუძლიათ ეს ფორმაც გამოიყენონ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაპატიმრება არავის ჰქონდა განზრახული, მან თვითონ მოისურვა ციხეში ჩაჯდომა.

კობახიძის შეფასებით, ხოშტარიას ქმედება პოლიტიკური თვითდაზიანების ერთ-ერთ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და შეუძლია ეს ფორმაც გამოიყენოს.

„ზოგადად, თვითდაზიანება პოლიტიკაში, ისევე როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკაა, მათ შორის შიმშილობისა და სხვადასხვა ფორმით. მათ აირჩიეს თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა, რაც არის თვითდაპატიმრება. არავის არ ჰქონდა განზრახული მისი დაპატიმრება. სასამართლომ შეუფარდა გირაო. არა, მაინც და მაინც, უნდა ციხეში ჩაჯდეს. ესეც არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა. დემოკრატიაა და შეუძლიათ ეს ფორმაც გამოიყენონ“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი