ირაკლი კობახიძე - ახლა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რევოლუციური, რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება

სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და, რა თქმა უნდა, არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნებში არმონაწილეობით ფუნქცია აქვს დაკარგული.

“ზოგადად, მთლიანად ოპოზიცია არის გაურკვევლობაში. თქვენ იცით, რომ არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, არის კიდევ ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს და ფუნქცია ამ კუთხითაც აქვთ დაკარგული, შესაბამისად, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ თუ არა ისაუბრონ რაღაც რადიკალურ სცენარებზე, თუმცა ასეთი საუბრები რადიკალიზაციაზე, რადიკალურ სცენარებზე ჩვენ გვახსოვს უკვე მრავალი წელია და ასევე ისიც გვახსოვს, რომ არცერთი საუბარი არ დასრულებულა წარმატებით იმიტომ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და, რა თქმა უნდა, არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, რის გამოც ვერც არჩევნებს იგებს და ვერც რევოლუციას აწყობს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, კარგია ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას.

“მთავარი, რაც არ აქვს ოპოზიციას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი არ გიჭერს მხარს, ბუნებრივია, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ. ვერც არჩევნებს იგებენ, ვერც რევოლუციებს აწყობენ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი მათ არ უჭერს მხარს. როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ "ნაცმოძრაობას"? როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ, უცხოურ აგენტურას? შეუძლებელია ეს ყველაფერი, აქედან გამომდინარე, მთავარი მიზეზია, რატომაც ვერც არჩევნებში აღწევენ წარმატებას და ვერც ქუჩაში - ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი. რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება პროცესები.

ესეც კარგია, რომ რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის ასეთი უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას. ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ საბოლოოდ საზოგადოების დამშვიდება, ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ეს არის ის სწორი პროცესი”, - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ