ირაკლი კობახიძე - ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, რეიტინგები მომავალი წლისთვის უფრო გაუმჯობესდება

ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის რეიტინგი რეალურ მდგომარეობას ასახავს.

„მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს კვლევა არის ჩატარებული იქამდე, ვიდრე ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამკაცრებდით კანონის აღსრულებას. ვფიქრობ, მომავალი წლის რეიტინგი იქნება კიდევ უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, იქნება ეს კორუფციული, ნარკოტიკული, ორგანიზებული დანაშაული, თუ მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი