ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ხისტი, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული გადაწყვეტილება - არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი და ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ნაწილში სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს.

„ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთნაირი რეაქციები ჰქონდათ ქართველ და ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს - ზიზღი, ფაქტის მოწონება, სიხარულის გამოხატვა, სიცილი ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა, 31 წლის კაცი მოკლეს და ადამიანებს, ქართველ ე.წ. ლიბერალებს, ისევე როგორც ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს ეს ყველაფერი გაუხარდათ. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და საქართველოშიც ეს ყველაფერი ინერგება ზუსტად იმავე ძალების მიერ, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ში და ეს არის ე.წ. „დიფ სთეითი". ისინი ხელოვნურად ცდილობენ ჩანერგონ სიძულვილი ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მათი წარმატება არის ძალიან შეზღუდული. რა წარმატებასაც მიაღწიეს და რა მცირე სიძულვილის კერებიც გააჩინეს, ესეც უკვე შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიძულვილის კერები მაქსიმალურად ჩავაქროთ ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ეს არის საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილება, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული, არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი ამა თუ იმ საზოგადოებაში. ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად", - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ