ბრიუსელის მერი - მინდა გამოვუცხადო ჩემი სრული მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ორი ოპოზიციური ძალის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი, ბრიუსელის მერს ფილიპ კლოზის შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე, თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალები განხილეს როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.

"ლელოს" ცნობით, ბრიუსელის მერს სტუმრებმა, საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება გააცნეს.

ფილიპ კლოზიმ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ დღეს შევხვდით თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს. მე მინდა მას გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის საერთო ევროპული ღირებულები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ევროპის დედაქალაქის მერისთვის",- აღნიშნა შეხვედრისას ბრიუსელის მერმა ფილიპ კლოზმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება