კირ სტარმერი - ბოლო კვირების მოვლენებს თუ გავაერთიანებთ, ეს პუტინის მხრიდან თავხედობა, ან უგუნურებაა - ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ

დამატებითი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ პუტინზე, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტარმერის თქმით, პუტინის მხრიდან თავხედობას, ან მინიმუმ, უგუნურებას აქვს ადგილი. მან ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიერ კიევში დაბომბვებზე და პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ ეს იმ ადამიანის ქმედებები არაა, რომელსაც მშვიდობა სურს.

“დამატებითი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ პუტინზე. პუტინმა მოძრაობისკენ რამე ნიშნები მხოლოდ მაშინ აჩვენა, როდესაც პრეზიდენტმა [ტრამპმა] მასზე ზეწოლა მოახდინა. ამიტომ ეს ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ.

მგონი, მნიშვნელოვანია ბოლო კვირების მოვლენების კონტექსტში გვქონდეს ეს საუბარი. დავინახეთ “ბრიტანეთის საბჭოს” დაზიანება და დაბომბვა კიევში. ეს მიზნებია, რომლებზეც ცოტა ხნის წინ ვფიქრობდით, რომ მიზანი არ იქნებოდა - “ბრიტანეთის საბჭო”, ევროკავშირის საელჩო, მინისტრთა საბჭო, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მინისტრები მუშაობენ, კვლავ დაიბომბა. ეს ადგილებია, რომლებზეც ვფიქრობდით, რომ არ დაიბომბებოდა. და გასულ კვირას პოლონეთში შეჭრა…

და ამ ყველაფერს თუ გააერთიანებთ, დაინახავთ, რომ პუტინის მხრიდან ან თავხედობაა, ან, როგორც მინიმუმ, გაზრდილი უგუნურება. ეს იმ ადამიანის ქმედებები არაა, რომელსაც მშვიდობა სურს. კიდევ ერთხელ, უნდა გავაძლიეროთ [ზეწოლა]”, - განაცხადა სტარმერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს