ლატვიაში რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს

ლატვიაში რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ამის შესახებ განცხადებას ლატვიის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი ავრცელებენ.

“დღეს ვენტსპილსის ოლქის ვარვეს რაიონში ზღვამ დრონის უკანა ნაწილის ნამსხვრევი გამოიტანა სანაპიროზე. შეიარაღებული ძალების აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ნეიტრალიზაციის ჯგუფი ადგილზე მიემართება ობიექტის გასაანალიზებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონის აღმოჩენილი ნამსხვრევი “რუსული სატყუარა დრონი “გერბერას” უკანა ნაწილია და მასში ასაფეთქებელი ნაწილი არ იქნა აღმოჩენილი”.

“თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს დავავალე პოლონელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და გაარკვიონ, ეს დრონი იმ ტიპის არის თუ არა, რომელიც გასულ კვირას პოლონეთში აღმოაჩინეს”, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს