ლევან სანიკიძე - ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრები ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე ინტერესი გაიზარდა - ივანიშვილს მცდელობა, რომ საქართველო ამერიკის რადარიდან გააქროს, არასდროს გამოუვა

ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრები ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე ინტერესი გაიზარდა – ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო ამერიკის რადარიდან გააქროს, არასდროს გამოუვა, პირიქით, შავი ზღვის რეგიონზე ყურადღება იმატებს და მისი კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულება გარდაუვალია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ლევან სანიკიძის განცხადებით, ისინი პარტნიორებს ინფორმაციას აწვდიან „ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით“.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას ვაშინგტონში. დღეს სენატში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო შეხვედრა გავმართეთ. ძალიან გაზრდილია ინტერესი სამხრეთ კავკასიაზე მას შემდეგ, რაც 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ კარგად ვხედავთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი. ივანიშვილი რამდენადაც არ უნდა ეცადოს აშშ-ის რადარიდან საქართველოს გაქრობას, ეს უბრალოდ შეუძლებელია, პირიქით, იზრდება ყურადღება შავი ზღვის საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ სულ მალე დამატებით შედეგს გამოიღებს, ივანიშვილის კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულებაში“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეხვედრებს აგრძელებენ.

„სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო - აშშ-ს პარტნიორობის საკითხები, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან, ასევე საუბარი პოლიტიკური პატიმრების საკითხსაც შეეხო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის