პეტრე ცისკარიშვილი - „ოცნება“ საქართველოს ამერიკის რადარიდან გაქრობას ვერ მიაღწევს - საქართველო წარმატების, პროგრესისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მაგალითი იქნება მთელ რეგიონში

„ოცნება“ საქართველოს ამერიკის რადარიდან გაქრობას ვერ მიაღწევს – საქართველო წარმატების, პროგრესისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მაგალითი იქნება მთელ რეგიონში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ „ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია მხოლოდ ამერიკული საკითხებით დაკავდება“.

„ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს იმედი აქვს, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია მხოლოდ ამერიკული საკითხებით დაკავდება, მსოფლიო მოვლენებისგან იზოლირებული იქნება და გაეხსნებათ თავისუფალი ხელი, რომ იმეგობრონ და იპარტნიორონ იმ თავის საყვარელ სახელმწიფოებთან, როგორიც არის ირანი, რუსეთი, ბელორუსი, ჩინეთი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება, ამერიკას კიდევ უფრო მეტი ამბიცია აქვს, რომ დიდ როლს თამაშობდეს რეგიონულ პოლიტიკაში. განსაკუთრებით, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და შვი ზღვის რეგიონშიც. საქართველო აშშ-ისთვის აღარ იქნება ავადსახსენებელი ქართული სცენარი, რაზეც აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი მეგობრები და პარტნიორები საუბრობენ. რაც პუტინმა საომარი მოქმედებებით ვერ შეძლო, მიაღწია საარჩევნო ბიულეტენებით და ქართველი ხალხის ხელით, თუ შეიძლება ასე ითქვას, პუტინის ფრაზის პერიფრაზირება. საქართველო იქნება წარმატების, პროგრესის, განვითარების და ევროპულ საერთო ოჯახში გაწევრიანების მაგალითი დანარჩენი ქვეყნებისთვის მთელს რეგიონში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეხვედრებს აგრძელებენ. სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხსაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს