ალეკო ელისაშვილი - ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, საქართველოში რომ ჩამოვა, ხარი უნდა დავუკლა - „ქართულ ოცნებაში“ გულზე რომ სკდებიან, ძალიან კარგია

ლობისტობა ამერიკაში ლეგალური საქმიანობაა და არ არის შეურაცხმყოფელი - ჯო უილსონი პატივს სცემს საქართველოს და მისთვის სულერთი არ არის თუ რა მოხდება საქართველოში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯო უილსონი საქართველოს მეგობარია და „გულზე რომ სკდებიან „ქართულ ოცნებაში“, ესეც კარგია“.

„ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, აშკარად უყვარს საქართველო, როცა ჩამოვა საქართველოში, ხარი უნდა დავუკლა. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ ის ლობისტია, ეს ამერიკაში ლეგალური საქმიანობაა და არ არის შეურაცხმყოფელი. არ ვიცი ვის ლობირებს, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ის პატივს სცემს საქართველოს და მისთვის სულერთი არ არის თუ რა მოხდება საქართველოში. ამ მოღალატე ხელისუფლებას არავინ უნდა აღიარებდეს.

მჯერა, რომ ტრამპი ჩვენთვის მოიცლის, ისეთ საქმეებსაა შეჭიდებული, რომ ჩვენთვის ვერ მოიცალა. მთავარია აქ იყოს წინააღმდეგობა, ბრძოლა და მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან იქნება. ჯო უილსონი კი ნამდვილი მეგობარია და გულზე რომ სკდებიან „ქართულ ოცნებაში“, ესეც ძალიან კარგია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა. „ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ