სახალხო დამცველმა შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლები და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, თავშესაფრის ბენეფიციარებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგთან საუბრისას სახალხო დამცველი ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

„განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათ ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის, არაფორმალური განათლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მნიშვნელობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ განაგრძობს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების და თავშესაფრის ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერი სერვისებისა და მათთან მომუშავე თითოეული პროფესიონალის უმნიშვნელოვანესი როლის გათვალისწინებით, აუცილებელია არსებული, მათ შორის, პრევენციული სერვისების გაძლიერება და დამატებითი სერვისების დანერგვა, რაც გადამწყვეტია მათი უფლებების დაცვისა და რეალიზებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს