არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი რუსთავის ციხეში შესვლამდე - 4 ოქტომბერი რატომ გახდა საშიში, ვერ ვხდები, როცა დემოკრატია არ მუშაობს, ხდება ის, რაზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს - მშვიდობიანი პროტესტი დასაშვებია და არავინ უნდა დაღვაროს სისხლი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი რუსთავის ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოინახულებს.

როგორც მან ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ განცხადებებში მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე ისაუბრა, რის გამოც არ შეიძლება პატიმრობაში იყოს.

„ლევანს [ხაბეიშვილი] არაფერი უთქვამს, რაც ეწინააღმდეგება ან ეკლესიურ ან სახელმწიფო კანონმდებლობას, ის საუბრობს მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე, ამიტომ, ამის გამო არ შეიძლება ციხეში იყოს, მით უმეტეს არ შეიძლება, რომ მას ზიარება აეკრძალოს, ასეთი დანაშაული მას არ ჩაუდენია. რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით, არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ ეკლესიურად ლევანს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ვაზიაროთ ადამიანი, რომელიც განსაცდელშია.

4 ოქტომბრამდე ბევრი აქცია იყო დაანონსებული და ყველას გვქონდა ამის უფლება. 4 ოქტომბერი რატომ გახდა საშიში, ვერ ვხდები, რადგან ამის უფლება აქვს პოლიტიკოსებსაც და პირველი არ არის. პირველი რომ ყოფილიყო, მაშინ ცოტას დავეჭვდებოდი, რომ რაღაც დააშავეს. როცა დემოკრატია არ მუშაობს, მაშინ ხდება ის, რასაც ლევანი ამბობს. იმედი მაქვს, მთავრობის და ხალხის, რომ სისხლი არ დაიღვრება. საკმარისია ის, რაც უკვე დაიღვარა, მით უმეტეს 90-იანები წლები ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს და ამას არ დაუშვებს არც ერი და არც მთავრობა 4 ოქტომბერს. ამიტომ, მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დასაშვებია და მისაღებია, არავინ არ უნდა დაღვაროს სისხლი. ამას ვეუბნები ხალხსაც და მთავრობასაც, ხალხი არ აპირებს, მაგრამ მთავრობისგან იყო რამდენჯერმე, რაც დიდი შეცდომაა და ეს არ უნდა გაიმეოროს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო