ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკვლელობების დასრულების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში ამ პოზიციას არ ისმენენ - საჭიროა გადამწყვეტი ქმედებები, რათა რუსეთიც საბოლოოდ დათანხმდეს დიპლომატიას

რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამენ იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო - და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები - მშვიდობისკენ მოუწოდებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ შეტევას.

„გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, რუსეთი უკრაინაზე დრონებით თავდასხმას ახორციელებს - თითქმის 90 უპილოტო საფრენი აპარატი. ჩვენმა მეომრებმა მათი უმეტესობის განეიტრალება მოახერხეს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, თავდასხმის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქი, კიევის ოლქი და დედაქალაქი, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი და დნეპრის ოლქი. სამიზნეებს შორის იყო უკრაინის ინფრასტრუქტურა და საწარმოები. ზელენსკის ინფორმაციით, კიევში რუსული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ჩართულია ყველა საჭირო სამსახური.

„გვესმის პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკვლელობების დასრულების შესახებ და დავეთანხმეთ დიპლომატიის განბლოკვის ყველა წინადადებას. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში ამ პოზიციას არ ისმენენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაც გვაძლიერებს: PURL [უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის] ინიციატივა, თანაწარმოება და უსაფრთხოების გარანტიების დასრულება. მაგიდაზეა მასშტაბური შეთანხმებები დრონებისა და იარაღის შესყიდვის შესახებ, რომელიც უკრაინამ შესთავაზა შეერთებულ შტატებს. საჭიროა გადამწყვეტი ქმედებები, რათა რუსეთიც საბოლოოდ დათანხმდეს დიპლომატიას”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს