გრიგოლ გეგელია - საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ლობისტებში მილიონების ხარჯვის მიუხედავად, ამ ფაქტს ვერაფერი ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არ აღიარების“ შესწორების წინადადებაა შესული, რომელიც აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ სხვადასხვა ორგანოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის აღიარებას უკრძალავს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება.

„დაპირება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდებოდა, ისეთივე მეგატყუილი აღმოჩნდა, როგორ ტყუილსაც წარმოადგენს წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი, რუსული რეჟიმი. იანვრის შემდეგ გავიდა 8 თვე, მაგრამ რუსული რეჟიმი კვლავაც არაღიარებული და არალეგიტიმურია, როგორც ის იყო ამა წლის იანვრამდე - 2024 წლის 26 ოქტომბრიდან, მიტაცებული არჩევნების შემდეგ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადებაა შესული, რომელიც აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ სხვადასხვა ორგანოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის აღიარებას უკრძალავს. ეს შესწორების წინადადება მიბმულია კანონპროექტის 313-ე მუხლთან, რომლის ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მილიონების ლობისტებში ხარჯვის მიუხედავად ამ ფაქტს, ვერაფერი ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში. შესაბამისად, არავითარი ნორმალიზება არ ხდება და არ მომხდარა.

მეორე ამ ე.წ. ხელისუფლებას არ გააჩნია ლეგიტიმაცია.

მესამე - ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩანიშვნის, თავისუფალ პირობებში ჩატარების და ყველა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, არავითარი სივრცე და საშუალება პოლიტიკური ურთიერთობის გადატვირთვისა არ ექნება „ქართულ ოცნებას“ არც ვაშინგტონთან და არც ბრიუსელთან.

მეოთხე - „ლელო-ძლიერი საქართველო“, წლების განმავლობაში მათ შორის ვაშინგტონში, მუშაობდა და მუშაობს ამ რეჟიმის შემდგომი დელეგიტიმაციისა და სანქცირების მისაღწევად.

ეს არის კურსი, რომელსაც „ლელო“ ყოველთვის ემხრობოდა და ლობირებდა, ყველა მის კომუნიკაციაში ასახავდა - სახელმწიფო დეპარტამენტთან, სენატთან, კონგრესთან საუბრისას ხაზს უსვამდა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ბოროტმოქმედი რეჟიმის სხვადასხვა წევრები და ყველა ის პირი, რომელიც ამ რეჟიმს კვებავს, იქნებიან ესენი პროპაგანდისტები თუ სხვა წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ბოროტმოქმედი, ანტიქართული, ანტიამერიკული და ანტიევროპული რეჟიმის გამოკვებას, ყველა პირი უნდა დასანქცირდეს.

ეს იყო, არის და დარჩება ამ პოლიტიკური ძალის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთადერთ რეალურ და ფორმალურ პოზიციად, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვლობირებთ.

ბრძოლა გრძელდება - პროტესტით, არჩევნებით, საერთაშორისო დელეგიტიმაციით, და რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ვიწვევთ ამ ბრძოლის სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, არჩევნებზე, რომ დიდი სილა გააწნან „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა