ჟიგიმანტას პავილიონისი - სირცხვილი პუტინის მარიონეტ „რუსულ ოცნებას“, ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ!

სირცხვილი პუტინის მარიონეტ „რუსულ ოცნებას“, ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ! - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.

თავისი განცხადებით პავილიონისი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის სასამართლოში დაბარებას ეხმაურება.

„სირცხვილი პუტინის მარიონეტს - „რუსულ ოცნებას“! ევროპელები ყოველ დანაშაულს დაიმახსოვრებენ, რომელსაც საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ სჩადიხართ! დიდება ნინო ევგენიძის მსგავს ქართველ გმირებს, რომელიც ყოველ დღე იცავს მთელი ქართველი ერის ევროატლანტიკურ მოწოდებას!“ - წერს პავილიონისი.

შეგახსენებთ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე იკითხება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს