საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ნავსადგურის სახელმწიფო ორგანო, აცხადებს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

2025 წელს ორჯერ (იანვარსა და ივლისში), რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები შევიდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ბენზინის ტრანზიტული ტვირთით, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქვეყნად სომხეთი იყო მითითებული.

ორივე გემი მოგვიანებით, 2025 წლის 19 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში შეიყვანეს. საქართველოს პორტებში შესვლისა და საქართველოს წყლებიდან გასვლის დროს, ეს გემები სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. სააგენტო აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების, ასევე გემის შესვლის დროს მოქმედი სანქციების რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის, სანქციების თავიდან არიდების მიზნით მესამე სახელმწიფოების მიერ.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ნავსადგურებში მომავალი ნებისმიერი გემი, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან თანხმდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მოსვლამდე. აღნიშნული ზომების მიზანია, სანქცირებული გემების მოძრაობის შეზღუდვა საქართველოს ნავსადგურებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს