ეკა უდესიანი - გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ე.წ. ხელისუფლების მორიგ დანაშაულზე, რომელიც ამჯერად ბავშვების მიმართ ჩაიდინა და საფრთხე შეუქმნა თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დაახლოებით 1 200-მდე მოსწავლეს

დღეს გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ე.წ. ხელისუფლების მორიგ დანაშაულზე, რომელიც ამჯერად უკვე ბავშვების მიმართ ჩაიდინა და საფრთხე შეუქმნა თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დაახლოებით 1 200-მდე მოსწავლეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან ზღვისუბნის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა უდესიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უდესიანმა აღნიშნა, მშობლებმა სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გაიგეს, რომ სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

მისივე თქმით, შენობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო სკოლის ადმინისტრაცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, თუმცა ინფორმაცია მიზანმიმართულად დამალეს.

„საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა უკვე 17 სექტემბერს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მშობლებმა მიიღეს შეტყობინება სასწავლო პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. მიზეზი იყო ის, რომ სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ექვემდებარებოდა გადაუდებელ დემონტაჟს.

კრიტიკულია ის გარემოება, რომ სკოლის ავარიული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია მიზანმიმართულად დამალეს, რათა სასწავლო პროცესის დაწყების დღეს, ექსპლუატაციიდან ამოღებული სკოლების რიცხვს კიდევ ერთი არ დამატებოდა.

ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ არის ბავშვებისა და პედაგოგების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პირდაპირი საფრთხის ქვეშ დაყენება.

სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სახე - სიცრუე, ტყუილი ზრუნვა ბავშვებზე, პასუხისმგებლობისგან გაქცევა და საკუთარი პოლიტიკის გამართლების მიზნით ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.

ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა თითოეული ასეთი გადაწყვეტილებისთვის, რადგან საქართველოს მომავალი - ბავშვები ჩვენთვის მთავარი ღირებულება, რომლის საფრთხეში ჩაყენებას ვერავის ვაპატიებთ”, - განაცხადა უდესიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს