მარიამ ქვრივიშვილი - Eagle Hills-ის დამფუძნებელთან გავცვალეთ შეთანხმებები, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ავიაციის სფეროებში და ასევე ინვესტიციების დამატებით მოზიდვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საამიროების პრეზიდენტთან ერთად EMAAR-ისა და Eagle Hills-ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის საქართველოში სტუმრობას, რომელიც, მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ინვესტორია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

„ასეთი მოცულობის, ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და ქვეყანაში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი. ვიზიტის ფარგლებში საამიროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების ზრდა საქართველოში, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდა, რომ ორმა ქვეყანამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ერთმანეთთან და ჩვენი ეკონომიკა წლიდან წლამდე სტაბილურად და მდგრადად იზრდებოდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი