ლეღვთახევში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა

აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ლეღვთახევის ტურისტულ ზონაში ქვათაცვენის შემაკავებელი ღონისძიებები დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია მაქსიმალურად უსაფრთხოა, როგორც ვიზიტორებისთვის, ისე მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურისთვის.

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ლეღვთახევი სრულად რეაბილიტირდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, გვქონდა ქვათაცვენის შემთხვევები. აქ ბევრი ტურისტი მოდის, ქართველებიც ხშირად სტუმრობენ ლეღვთახევს. ამიტომ, პირველ რიგში, გვერდით არსებული ფერდები გამაგრდა და უსაფრთხოების მიზნით, მოეწყო დამჭერი ბადეები. გარდა ამისა, განახლდა გადასასვლელი ხიდები და მოეწყო განათებები. მიხარია, რომ სივრცე მთლიანად რეაბილიტირებულია და სასიამოვნო გარემოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობებზე გეოდინამიკური პროცესების წარმოშობა/გააქტიურების მაღალი რისკი არსებობდა, რის გამოც მოსალოდნელი იყო, როგორც ცალკეული ლოდების დროდადრო ჩამოცვენა, ისე დიდი მოცულობის კლდოვანი მასივის მყისიერად ჩამოშლა, რაც საშიშროებას წარმოადგენდა ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.

„მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო იყო ხეობაში გამაგრების ღონისძიებების ჩატარება. შესაბამისი სამუშაოები საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა აწარმოა. კვლევისა და პროექტირების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტებიც, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს უწევდნენ მიმდინარე სამუშაოებს.

გარდა ამისა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა რეაბილიტაცია ჩაუტარა ტერიტორიაზე არსებულ ხიდებს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კი გარე განათების ახალი ქსელი მოაწყო. ასევე, სივრცის კეთილმოწყობისა და ვიზიტორთათვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, დამონტაჟდა სკამები და ურნები.

ლეღვთახევში, კახა კალაძესთან ერთად, ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინა დანელია, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის