კახა კალაძე ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე - ეს არის სრული სისულელე და ბლეფი - აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს

ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც შეაფასა 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დაანონსებული „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ იდეა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ აქვთ, რადგან არც დედაქალაქის და არც რეგიონების მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ. როდესაც პოლიტიკაში ხარ და შენ არ გაქვს შენი ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, შენი ფასი არის ნული, როგორც პოლიტიკოსის. ნახეთ, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ არც დედაქალაქში, არც რეგიონებში. გარეთ დადიან და ვიღაცებს ხვდებიან, რა გინდა გარეთ, შე დალოცვილო, როცა საარჩევნო კამპანიაა და ორ კვირაში არჩევნებია. მაგრამ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაიმე მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან აზრიანი ქვეყანასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით? სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი ეს არის ოპოზიცია. იგივე ხოშტარია, რომ ავიღოთ, არავის ახსოვს საერთოდ ელენე ხოშტარია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ამ ვანდალიზმით მას უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებასა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ესეც კანონდარღვევა იქნება.

„სულ 30 „აკაცუკია“ რა უნდა გააკეთონ? ესეც კანონდარღვევაა, აბა, დაარღვიონ კანონი და მერე ვნახოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში