ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა -  აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და 580 დრონი გაუშვა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დარტყმების სამიზნე დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, კიევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქები იყო. მტერმა ჩვენს ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებს დაარტყა. დნიპროში რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

„ყოველი მსგავსი დარტყმა არა სამხედრო აუცილებლობას, არამედ რუსეთის წინასწარგანზრახულ სტრატეგიას წარმოადგენს, რათა ჩვენი მოსახლეობის ტერორი მოახდინოს და ჩვენი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ძლიერი საერთაშორისო საპასუხო რეაქცია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს