ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალ კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალ კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდება.

ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

„ჩვენ საფუძველი მოვამზადეთ უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რომელთა მისაღებად ევროპა მზად არის, თუ აშშ-ც მათ გვერდით იქნება. ბევრი დისკუსია შედგა და სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებები გაიმართა, როგორც ევროპელებთან, ისე ამერიკელებთან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრაზე ამ საკითხებს განვიხილავთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, მისი თქმით, დონალდ ტრამპი ევროპის მიერ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ელის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვუჭერთ მხარს იმას, რომ მთელმა ევროპამ დააწესოს სანქციები და გაამკაცროს სატარიფო პოლიტიკა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთიდან ენერგორესურსებს ყიდულობენ. მაგრამ, ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება პუტინზე ზეწოლის შენელებას გამოიწვევს. პუტინთან შეხვედრისთვის მზად ვართ. მე ამის შესახებ უკვე ვისაუბრე. მზად ვარ როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში შეხვედრისთვის. ის ამისთვის მზად არ არის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს