„კოალიცია ცვლილებისთვის“ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ მარშს გამართავს

27 სექტემბერი არის დღე, როცა ჩვენ, ერთმანეთს ხმამაღლა ვახსენებთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს და საკუთარი სახლების ოკუპაციას, - ამის შესახებ „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია ლეთოდიანმა განაცხადა.

როგორც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 27 სექტემბერს, გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც, მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან.

„ჩემი პოლიტიკა სახლში დაბრუნებისკენ ბრძოლაა. სახლი, რომელიც სოხუმშია და რუსმა ოკუპანტმა წამართვა, მაგრამ ვერ წამართვა მეხსიერება და ამ სახლის დაბრუნებისთვის ბრძოლის სურვილი. 27 სექტემბერი არის დღე, როცა ჩვენ, ერთმანეთს, ხმამაღლა ვახსენებთ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს და საკუთარი სახლების ოკუპაციას. მშვიდობას თავისუფლება, თანასწორობა, ღირსება მოიტანს. სწორედ, ეს ევროპული ფასეულობებია ის, რამაც ასიათასობით დევნილს არ დაგვაკარგვინა საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი. ამიტომ, ჩვენ, ჩვენი თანამებრძოლები, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვიქნებით გმირთა მოედანზე. ჩვენ კარგად ვიცით, სად არის ჩვენი სახლი და ამ სახლში დაბრუნების იმედი. ჩვენი ადგილი არის დიდ ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა ლეთოდიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს