ლევან მაჭავარიანი - დასანქცირების აბსურდი გრძელდება - ბრიტანეთს თავად აქვს სერიოზული პრობლემები და ჯობია, თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ, მოაწესრიგონ  ქვეყანაში დემოკრატია

დასანქცირების აბსურდი გრძელდება, - ამ სიტყვებით აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს თავად აქვს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, „რამდენადაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის პრეზიდენტსა და ადმინისტრაციასაც ჰქონდა საუბარი მათ ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერთან“.

„აბსოლუტურად უაპელაციოდ, რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება დადონ ან ერთი მაგალითი მოიყვანონ, რით გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში ჩვენს პირობებში. ფიზიკურად მაგალითს ვერ მოიყვანენ. კონკრეტულად ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი ბრძანდებოდა აშშ-ში, ბატონ ტრამპსა და ადმინისტრაციას შეხვდა. სერიოზული კრიტიკა მიდის აშშ-ის მხრიდან ბრიტანეთის მისამართით, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება და ათობით ათასი ადამიანი არის დაკავებული იმისთვის, რომ facebook-ზე რაღაც კონსერვატორული ღირებულებების და მიმართულებების პოსტებს აქვეყნებენ, შესაბამისად, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა ბრიტანეთისთვის, ჩვენ ვიხილეთ ძალიან სერიოზული აქციები მიგრაციის პოლიტიკის საპირისპიროდ და შესაბამისად, ჯობია თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ და მოაწესრიგონ თავის ქვეყანაში დემოკრატია“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს