BBC - აშშ-ის სამხედრო ძალებმა გემს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაღუპულია 3 ადამიანი

აშშ-ის სამხედრო ძალებმა გემს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაღუპულია 3 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩემი ბრძანებით, ომის მდივანმა ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ გემზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა აშშ-ის სამხრეთ სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „დარტყმის შედეგად, გემზე მყოფი სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა“.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემს ამერიკელების მოსაწამლად უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდა. დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული მესამე დარტყმა იყო. სულ, დარტყმების შედეგად, გემებზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ვენესუელიდან გამოსულ გემებს ნარკოტიკები გადააქვთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს