დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს

კარგად ჩანს, რეალურად, ისინი [ოპოზიცია], მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, ვისგანაც წესით ნდობა უნდა მიიღონ, არამედ იღებენ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის საზღვარგარეთ ვიზიტებს.

მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ოპოზიციის აგენტურული ბუნება.

„რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან. აქაც კარგად ჩანს, რეალურად, ისინი, მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, ვისგანაც წესით ნდობა უნდა მიიღონ, არამედ იღებენ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს, სასიცოცხლო რესურსებს, კარგად და კიდევ ერთხელ გამოკვეთილად მათ საკუთარი თავი გამოავლინეს როგორც ჩვეულებრივი აგენტურა ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული და არა საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის, არამედ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება