ირაკლი ზარქუა - რიგითი „ენჯეოშნიკი” იქნება თუ მდიდარი, ვისაც გადაუცდება ფეხი, ყველას მივაბრძანებთ იქ, სადაც კანონის ძალა ითხოვს - რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მაქვს განცდა, რომ „ანიტა 2“-ია , ისეთ სიგიჟეებს აფრქვევს, შეგზავნილი მგონია ხოლმე

სულ მიჩნდება განცდა, რომ ის [პაატა ბურჭულაძე] „ანიტა 2-ია", იმიტომ, რომ ისეთ სიგიჟეებს აფრქვევს ხოლმე, რომ მე პირადად მგონია­ შეგზავნილი, რომ დაშალოს ის ხალხი, ვინც იქ იკრიბება გარკვეული ინტერესების სანაცვლოდ. ახლა ეშინიათ, რომ ემანდ, არ "ჩააყუდონ", იმიტომ, რომ არის კანონი, არის სამართლებრივი სახელმწიფო, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს.

„ევროპული სტანდარტი კიდევ უფრო მკაცრია, "ფეისბუქზე" რაღაც კომენტარის გამო, ხალხი თვეებით და წლობით ჩასვეს ციხეში - ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, უფრო ლმობიერი ხელისუფლება ვართ, მაგრამ, დამხობის და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისკენ მოწოდებები თუ იქნება, ბუნებრივია, ამაზე რეაგირებას მოახდენს კანონი და ახდენს კიდეც. ყველას მოვუწოდებ, მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოა, ვისაც უნდა, მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ბოიკოტის რეჟიმი უნდა, არის გამოყოფილი ადგილი და რამდენიც უნდათ იმდენი ბოიკოტი ჩაუტარონ ერთმანეთს. როგორც კი ზედმეტს იკადრებენ, კანონი არის მკაცრი და კანონის ძალით ჩვენ ვიმოქმედებთ.

რიგითი "ენჯეოშნიკი" იქნება თუ მდიდარი "ენჯეოშნიკი", ვისაც გადაუცდება ფეხი, ყველას მივაბრძანებთ იქ, სადაც კანონის ძალა ითხოვს, ასე რომ, ფრთხილად იყვნენ. ჩვენ არავის ვაშინებთ, არც ვემუქრებით, უბრალოდ, იცოდეს ყველამ - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, კანონს ვინც გადავა, ყველა პასუხს აგებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის