ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აქტივისტი ნინო ბურჭულაძე დმანისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

დმანისში, სახალხო დღესასწაული ,,დმანისობა -2025" აღინიშნა.

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

დმანისში გამართული სახალხო დღესასწაულის, „დმანისობის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა საპატიო მოქალაქედ აირჩია ჟურნალისტი, მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისათვის“ ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი აქტივისტი ნინო ბურჭულაძე.

დაჯილდოებისას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ისაუბრა ნინო ბურჭულაძის მიერ აქტიური საქმიანობის შესახებ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

,,ნინო ბურჭულაძის, როგორც აქტივისტის, ჟურნალისტის და ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის" ხელმძღვანელის ღვაწლი უმნიშვნელოვანესია დმანისის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული ძეგლების პოპულარიზაციაში. გამოვყოფდი -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანის წარმატებით დასრულებაში, რომელიც სწორედ ნინო ბურჭულაძის ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა“, - განაცხადა დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა.

თავის მხრივ, ნინო ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერს და დმანისელებს.

,,ჩემთვის ძალზე საპატიო, სასიამოვნო და მოულოდნელი იყო აღნიშნული ჯილდო. მართალია, ჩემი დედულეთი დმანისშია, ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილიც წლებია, რაც ქვემო-ქართლს უკავშირდება, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო.

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ დმანისელს, დმანისის მკვდრებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერს და ჩემი უდიდესი პატივისცემა დმანისის ეპარქიას. წარმატებები ჩვენ და ყველა ქართველს.

ევროპა იწყება დმანისიდან“, - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს