„თავისუფლების მოედანი" ყრილობას მართავს, რომლის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლს კიდევ ერთხელ მიმართავენ, რომ მათი პოლიტიკური მოძრაობა პარტიად დაარეგისტრირონ

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი" მე-3 პარტიულ ყრილობას მართავს.

„თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებლის ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პარტიულ ყრილობაზე, ლიდერები დამსწრე პირებს, პარტიის სამომავლო გეგმებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ჩვენ ვთვლით, რომ ანგარიშვალდებულები ვართ მხარდამჭერებთან. მათ

ანგარიშს ჩავაბარებთ თუ რა გავაკეთეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ასევე მოვყვებით იმას, თუ როგორ პარტიას ვაშენებთ და როგორ იქნება ეს პარტია განსხვავებული, ყველა სხვა პარტიისგან, რომელიც აქამდე ყოფილა ან ახლა არის. ვისაუბრებთ მომავალზე, განსაკუთრებით, თუ როგორ ვხედავთ "ქართული ოცნების" ძალაუფლებიდან ჩამოშორების გზას და როგორ საქართველოს ვხედავთ.

ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ

იუსტიციის სახლს, რომ ფორმალურად აღიაროს "თავისუფლების მოედანი", როგორც პარტია",- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

როგორც ლევან ცუცქირიძე აცხადებს, ყრილობის დასრულების შემდეგ ისინი პარტიის რეგისტრაციისთვის კვლავ მიმართავენ იუსტიციის სახლს, რომ "თავისუფლების მოედანი" როგორც პოლიტიკური პარტია ისე დაარეგისტრიროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს