რაჟდენ კუპრაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ანგარიშვალდებულების სამსახურის ხელმძღვანელს, ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბსს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი - რაჟდენ კუპრაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ანგარიშვალდებულების სამსახურის ხელმძღვანელს - ჰუმაიდ ობაიდ აბუშიბსს შეხვდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, მამხილებლის დეპარტამენტის უფროსი - დიმიტრი ტორაძე, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი - ლაშა კილაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია და ანალიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - რევაზ ლაღიძე.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის დეკემბერში, ქალაქ დოჰაში საზეიმო ვითარებაში მოეწერება ხელი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს