BBC - ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 30 ადამიანი დააკავეს

ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 30 ადამიანი დააკავეს და ორი პოლიციელი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიდერლანდული საინფორმაციო სააგენტო ANP-ის ცნობით, 1500-მდე ადამიანმა ქალაქის გადამკვეთი გზატკეცილი გადაკეტა, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს და პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პრემიერ-მინისტრმა დიკ შუფიმ განაცხადა, რომ გმობს „უსირცხვილო ძალადობის შოკისმომგვრელ და უცნაურ კადრებს“ და რომ ეს „სრულიად მიუღებელია“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას და თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს