ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერშეტევის გამო, 44 ავიარეისი გააუქმა ან გადაამისამართა

ბრიუსელის აეროპორტში, გარე მომსახურების მიმწოდებელზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, 44 ავიარეისი გაუქმდა ან გადამისამართდა, - ბელგიური მედიის ცნობით, ინფორმაცია აეროპორტის პრესსპიკერმა დაადასტურა.

გრძელი რიგების თავიდან ასაცილებლად, ავიაკომპანიებს თავდაპირველად დღის დაგეგმილი 257 რეისიდან ნახევრის გაუქმება სთხოვეს. საბოლოოდ, 38 გაუქმდა, ხოლო 6 გადამისამართდა.

მედიის ინფორმაციით, შეფერხებების აღმოსაფხვრელად, დამატებითი პერსონალი დაიქირავეს, თუმცა პრობლემები ოპერაციებზე კვლავაც იმოქმედებს, რადგან რეგისტრაცია ხელით უნდა განხორციელდეს და აეროპორტი ხანგრძლივ ლოდინსა და შეფერხებებს ელის.

აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს ურჩევს, რომ თავიანთი რეისის სტატუსი ავიაკომპანიასთან შეამოწმონ და აეროპორტში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდნენ, თუ მათი რეისი დადასტურებულია.

ცნობისთვის, ბრიუსელსა და რამდენიმე სხვა ევროპულ აეროპორტს, პარასკევს საღამოდან ტექნიკური პრობლემები აქვთ რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემებთან დაკავშირებით, რაც გარე მომსახურების მიმწოდებელზე, ამერიკულ კომპანია Collins Aerospace-ზე განხორციელებული კიბერშეტევით არის გამოწვეული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს