ანა წითლიძე - შიდა ოპერატიული ინფორმაციით, რეჟიმს აქვს ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინა - თეიმურაზ კუპატაძეს დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ

შიდა ოპერატიული ინფორმაციით, რეჟიმს აქვს ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინა - თეიმურაზ კუპატაძეს დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას ყველა უწყებაში პრობლემა და რღვევა აქვს.

„თეიმურაზ კუპატაძეს ხომ მშვიდობა აქვს, მოიკითხეთ. რეჟიმს გდდ-ში, თავდაცვაში, სუს-ში, პოლიციაში ყველგან პრობლემა და რღვევა აქვს. შიდა ოპერატიული ინფორმაციით, აქვთ ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინათ. ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ, რაც ჰყავთ, მათაც არ ენდობიან. ამიტომ, იძულებული გახდნენ და დაცვის პოლიციას, მის ხელმძღვანელს თეიმურაზ კუპატაძეს მიადგნენ, რომელსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ, თუ კონკრეტულ რაოდენობას ვერ გამოიყვანს კუპატაძე, მას ემუქრებიან, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურდება ოპერაცია კოდური სახელწოდებით, "აახენი". ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს - ხომ არ გავარკვიოთ ერთად?", - წერს ანა წითლიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს