მოლდოვას პრემიერი - რუსეთი, მოლდოვაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მხარს უჭერს დანაშაულებრივ დაჯგუფებებს

მოლდოვას პრემიერ-მინისტრის, დორინ რეცეანის განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს მოლდოვაში დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რათა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და სახელმწიფოს სათავეში ეს დამნაშავეები დასვან.

რეცეანმა აღნიშნა, რომ პრორუსული ძალები ღიად აცხადებენ, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, დამნაშავეებს გაათავისუფლებენ.

„ისინი, ვინც წლების განმავლობაში ძარცვავდნენ მოლდოვას, დაუბრუნდებიან თავიანთ თანამდებობებს, როგორც მინისტრები და პარლამენტის წევრები“, - აღნიშნა მოლდოვას პრემიერმა.

რეცეანის თქმით, „ამ ბანდიტებს“ მოქალაქეები კი არ აირჩევენ, არამედ კრემლი დანიშნავს.

„ვის შეუძლია დღეს გარანტიის მოცემა, რომ პრორუსული უმრავლესობა არ დანიშნავს შორს - პრემიერ-მინისტრად, პლატონს - ფინანსთა მინისტრად, ტკაციუკს - განათლების მინისტრად და ვლაჰს - საგარეო საქმეთა მინისტრად?! ეს ცუდი ხუმრობა იქნებოდა, ასეთი სერიოზული რისკი რომ არ არსებობდეს“, - დასძინა მოლდოვას პრემიერმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, 28 სექტემბერს არჩევნებზე მისვლისას საკუთარ თავს ჰკითხონ, რა სურთ სინამდვილეში მოლდოვასთვის.

„ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან პრორუსულ უმრავლესობას პარლამენტში შესვლის უფლება მივცეთ, რაც ყველა დამნაშავეს ხელისუფლებაში დააბრუნებს, ან გავაგრძელოთ სასამართლო სისტემის გაწმენდა ისე, რომ დამნაშავეები იქ აღმოჩნდნენ, სადაც მათი ადგილია - ციხეში და მოპარული ფული ხალხს დაუბრუნდეს“, - აღნიშნა მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს