რაჟდენ კუპრაშვილი, ჰონგ-კონგის იუსტიციის მინისტრს, ლამ ტინგ-კვოკ პოლს და გენერალურ პროკურორს, იანგ მეი კეი მეგს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ჰონგ-კონგის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) იუსტიციის მინისტრს, ლამ ტინგ-კვოკ პოლს და გენერალურ პროკურორს, იანგ მეი კეი მეგს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, მამხილებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი - დიმიტრი ტორაძე, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი - ლაშა კილაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია და ანალიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - რევაზ ლაღიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს