უამინდობამ პრობლემები ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებშიც შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები ხობის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და სარდაფები. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.

მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. მათივე ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება არხები.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც.

რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირები, მეწყრული პროცესიების შედეგად, ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ. პრობლემურ გზებზე მოძრაობა მალევე გაიხსნა.

შექმნილ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გაცემულია შესაბამისი დავალება ზარალის შესწავლასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება