კახა კალაძე - ვინც არ უნდა იყოს, აშშ-დან იქნება, ევროპიდან თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, შეურაცხყოფა მიაყენოს - საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან

ვინც არ უნდა იყოს, აშშ-დან იქნება, ევროპიდან თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, შეურაცხყოფა მიაყენოს - საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მეგობრობა, პარტნიორობა, სტრატეგიული ურთიერთობები "ცალმხრივად ვერ იქნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება".

„თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ან ანტიამერიკული გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის, ქვეყნის, ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვა, როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, ცილისწამებას, მუქარას, ვინც არ უნდა იყოს, აშშ-დან იქნება, ევროპიდან თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, შეურაცხყოფა მიაყენოს და 80 ათასად გაყიდული კონგრესმენების მესიჯებით ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ... ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. მეგობრობა, პარტნიორობა, სტრატეგიული ურთიერთობები მარტო ცალმხრივად ვერ იქნება, ამას სჭირდება ორმხრივი იგივე დამოკიდებულება. ჩემი ქვეყანა ვიღაცამ თავის ინტერესებისთვის გამოიყენოს, გაწიროს, როგორც ეს მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ამას არ და ვერ დავუშვებთ. არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. წინა ადმინისტრაციის პირობებში რაც იყო უსაფუძვლო, ტყუილი განცხადებები, რომელიც მუქარაზე, ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე იყო დაფუძნებული, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ ვამბობთ, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს