კახა კალაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაზე - მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ „მსოფლიომ გაიგოს სიმართლე“.

კახა კალაძემ მედიასთან მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის საკითხზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი ამოცანა არის, დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა არის, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. ის მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან, გაჯერებულია სიცრუით, ქვეყნის წინააღმდეგ არის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, თუნდაც აშშ-თან, გავაღრმაოთ მეგობრული ურთიერთობები, პარტნიორობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში