ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილი მაშინაც კი, როცა ხელისუფლება მილიონებს ფლანგავდა, საკუთარი ძალებით იბრძოდა პატარა გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად - დღეს კი ამავე გოგოს მამა მის წინააღმდეგ ცრუმოწმედ ჰყავთ გამოყვანილი

ლევან ხაბეიშვილი მაშინაც კი, როცა ხელისუფლება მილიონებს ფლანგავდა, საკუთარი ძალებით იბრძოდა ერთი პატარა გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად – დღეს კი ამავე გოგოს მამა მის წინააღმდეგ ცრუმოწმედ ჰყავთ გამოყვანილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს „რა ხალხთან გვაქვს საქმე“.

„მეგობრებო! ვიცი, რომ ბევრმა იცით ჩემი და ლევან ხაბეიშვილის მეგობრობის და ძმაკაცობის ამბავი და ისიც, რომ მუდმივად ერთად ვებრძოდით კორუფციას და ერთად ვცდილობდით ხალხის დახმარებას (რაც შეგვეძლო და როგორც შეგვეძლო - ჩვენი შეზღუდული რესურსებითა და შესაძლებლობებით!)

რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ამის ამბის გამო, შეიძლება „ხაბე“ ძალიან გამიბრაზდეს, მაგრამ ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს საზოგადოებამ რა ხალხთან გვაქვს საქმე...

რამდენიმე წლის წინ (თარიღს შეგნებულად არ ვწერ), ლევანი საკრებულოში მოვიდა ძალიან აღელვებული და ანერვიულებული და წუხდა, რომ მაშინ როდესაც მერიიდან მილიონობით ლარი კორუფციასა და ათას სისულელეზე იფლანგებოდა, ბიუჯეტიდან ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო თანხების მობილიზებას ბავშვების ჯანდაცვის პროგრამებისთვისა და დაფინანსებისთვის, რომ რამდენიმე დღე წვალობდა და ვერ მიეღწია, იმისთვის, რომ ერთ არაჩვეულებრივ პატარა, ლამაზ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა. საბოლოოდ, ყველა ჩაგვრთო და როგორც სჩვევია და ამ არაჩვეულებრივი გოგოს დახმარებას მიაღწია.

ეს ძალიან საყვარელი და მაგარი გოგო ხაბეს ცრუმოწმეებიდან ერთ-ერთის შვილია... (არ ვწერ არც მის სახელს, არც გვარს და მითუმეტეს არც მის ასაკსა და დიაგნოზს). დანარჩენი, ღმერთი იყურება ზემოდან. ხაბე - მართალი კაცი! ყველაფერი კარგად იქნება!!! იმარჯვებს მართალი ხალხი!” , - წერს ირაკლი ნადირაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს