ირაკლი კუპრაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს.

„არაფერია იმაზე უსამართლო და გულდასაწყვეტი, როცა ხანდაზმულ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, წამლები, სითბო და მხარდაჭერა.

მოხუცი ბებოები და ბაბუები არ უნდა იძინებდნენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ იმყოფინონ წამლები თვის ბოლომდე.

დღეს პენსიონერებს ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთება საკვების, მედიკამენტის შეძენასა და კომუნალური გადასახადის გადახდას შორის. ეს წარმოუდგენელი ტვირთია ადამიანებისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება იმუშავეს და ახლა ხანდაზმულ ასაკში მხოლოდ სითბოს, სიმშვიდესა და ზრუნვას საჭიროებენ.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს.

ეს ჩვენი ვალია!“, - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს