დონალდ ტრამპი ჩარლი კირკზე - იარაღი მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ტყვია - ყველასკენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ჩარლი კირკზე თავდასხმა ყველა კონსერვატიულ იდეალზე თავდასხმაა.

„იარაღი მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ტყვია ყველასკენ. ეს ტყვია ყველასკენ იყო მიმართული“, - განუცხადა ტრამპმა State Farm Stadium-ზე შეკრებილ ადამიანებს.

მისი თქმით, ჩარლი კირკი ამერიკული თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

„ის მოწამეა ამერიკული თავისუფლებისთვის. ვიცი, რომ დღეს ყველას სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ არცერთი ჩვენგანი არასოდეს დაივიწყებს ჩარლი კირკს და არც ისტორია დაივიწყებს მას“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, კირკი იყო დიდი ამერიკელი გმირი, რომელიც სასტიკად მოკლა „რადიკალიზებულმა, ცივსისხლიანმა მონსტრმა იმის გამო, რომ სიმართლეს საუბრობდა“.

„ის მოკლეს, რადგან მამაცურად ცხოვრობდა, თამამად ცხოვრობდა და ბრწყინვალედ კამათობდა“, - განუცხადა ტრამპმა ფენიქსის მახლობლად, სტეიტ ფარმის სტადიონზე შეკრებილ ხალხს.

მან კირკის მკვლელობაში „რადიკალი მემარცხენეები“ დაადანაშაულა და დასძინა, რომ „ძალადობა ძირითადად მემარცხენეებიდან მოდის“.

„მე მათ რადიკალ მემარცხენეებს ვეძახი. ხანდახან მათ რადიკალ მემარცხენე შეშლილებს ვეძახი. მაგრამ ჩარლი ამას არ ამბობდა. ის მათ მემარცხენეებს უწოდებდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ჩარლი კირკის ხსოვნის პატივსაცემად არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში, State Farm Stadium-ზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ასევე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.

შეგახსენებთ, 31 წლის ჩარლი კირკს 10 სექტემბერს, იუტას უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებაზე ესროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს