ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერთავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ავიაკომპანიებს დღეს დაგეგმილი რეისების ნახევრის გაუქმება მოსთხოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერმა Collins Aerospace-მა, რომელზედაც კიბერშეტევა განხორციელდა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მუშაობს დაზარალებულ აეროპორტებთან და სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო განახლებების დასრულების საბოლოო ეტაპზეა.

ბრიუსელის აეროპორტის წარმომადგენელის მტკიცებით, Collins Aerospace-ს ჯერ არ მიუწოდებია სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხო, განახლებული ვერსია, რის გამოც აეროპორტმა ორშაბათს რეისების გაუქმება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის აეროპორტმა კვირას დაგეგმილი 257 რეისიდან 50 გააუქმა, შაბათს კი - 234 გამავალი რეისიდან 25.

ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტმა კვირას განაცხადა, რომ გარკვეული პრობლემები კვლავ არსებობდა.

ჰითროუს აეროპორტმა კვირას დილით განაცხადა, რომ რეგისტრაციის სისტემის შეფერხების შემდეგ სამუშაოების აღდგენა გრძელდება და რომ „რეისების დიდი უმრავლესობა სრულდება“.

ავიაციის მონაცემთა პროვაიდერის, Cirium-ის ანალიზის თანახმად, ჰითროუს აეროპორტში შეფერხებების მაჩვენებელი დაბალი იყო, ბერლინში - ზომიერი, ხოლო ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობდა.

ცნობისთვის, პარასკევს, ჰაკერებმა RTX-ის (RTX.N) საკუთრებაში არსებული რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერი Collins Aerospace-ზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ლონდონის ჰითროუს, ბერლინის აეროპორტსა და ბრიუსელის აეროპორტში ოპერაციები შეაფერხა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს